წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-12 ტურში დინამო თბილისმა ბერძნულ ბულიაგმენს უმასპინძლა და დაძაბურლ ბრძოლაში დამარცხდა ანგარიშით, 9:14.
პირველი მეოთხედი დინამოსთვის წარმატებული აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის სტარტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, დინამომ 3:2 მოახერხა მოგება, თუმცა მეორე მეოთხედში ბერძნებმა კარგად ითამაშეს და ტაიმი 7:4 მოიგეს. მესამე მეოთხედში დინამომ კვლავ მოახერხა მეოთხედის მოგება და საბოლოო ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაშის ბოლოს ბერძნებმა ზედიზედ 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს.
12 ტურის შემდეგ, დინამო თვილისი 2 გამარჯვებითა და 10 მარცხით ჯგუფში მე-7 ადგილზეა. რაც შეეხება ბერძნულ ვულიაგმენს, მათ 5 მოგება აქვთ და ფლეიოფის საგზურისთვის იბძვიან. საქართველოს ჩემპიონი ტურნირზე კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. დინამო 13 მაისს ოლიმპიაკოსს ესტუმრება 24 ში კი ესპანეთში ბარსელონეტას ეწვევა.