სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 33-ვე მოქალაქე სამშობლოში 2 დღეში ჩამოვა. ამჟამად ავიაკომპანია "მაივეისა" და "ჯეოსქაის" თანამშრომლები ეგვიპტის დედაქალაქში იმყოფებიან.რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, მათი ხართუმიდან კაიროში უსაფრთხოდ გადაყვანა ავტობუსებით მოხერხდა. საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან უსაფრთხოდ გამოყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორების დახმარებით უზრუნველყო.