შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე ორგანიზაციები პრემიერმინისტრს მიმართავენ და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის დაფინანსებას ითხოვენ. “ ბავშვებმა იციან, რომ არსებობს რეალური მედიკამენტი, რაც მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, და უწევთ მოლოდინსა და შიშში ყოფნა, მშობლების განცდების გაზიარებასთან ერთად, მათი პირადი შეგრძნებები და ემოციები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი”- ნათქვამია განცხადებაში