ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. რუსული ძალების ძირითადი ძალისხმება ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზეა კონცენტრირებული. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკასთვის.
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, ოკუპანტებმა მარგანეცსა და ნიკოპოლს ცეცხლი მძიმე არტილერიიდან გაუხსნეს. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ადმინისტრაციული შენობები და კერძო საცხოვრებელი სახლები კი დაზიანდა. ქალაქში ასევე, დაზიანებულია გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებიც.