ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ახალი სამოქმედო გეგმა მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის მაგიდაზე იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა, ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სანქციების პირველი გეგმა 70%-ზე მეტით შესრულდა.