საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების ხელისუფლებასთან შუამდგომლობის შესახებ, ოპოზიციისა და პოლიტოლოგების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. მათი განმარტებით, ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მოვალეობა შეასრულა, თუმცა საქართველოს მთავრობის, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს ნების გარეშე, პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამართლებრივად ვერ განხორციელდება. ექსპერტები სალომე ზურაბიშვილს პროცესში დასავლელი პარტნიორების ჩართვისკენ და მათთვის დახმარების თხოვნისკენ მოუწოდებენ.