"1880-იანი წლების ბოლოს საქართველოს მევენახეობას დიდ დილემად ექცა ფილოქსერა, რომელიც მუსრს ავლებდა ვენახებს. რუსმა სტაროსელსკიმ და უცხოელმა სპეციალისტებმა წამოაყენეს ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლის რადიკალური მეთოდი - დაავადებული ვაზის ამოძირკვა, ვაზნამყოფ მიწაში კი შხამქიმიკატის ჩასხმა. ამ მეთოდის დანერგვა რამდენიმე წელიწადში მთლიანად გაანადგურებდა ვენახებს საქართველოში და ნიადაგის ეკოლოგიურ დაბინძურებას გამოიწვევდა", - ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - ვაჟა შუბითიძე მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდის, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას.
- რუსეთის იმპერიამ კავკასიაში ფეხის შემოდგმისთანავე გეზი აიღო ადგილობრივი წეს-ჩვეულებების, გენოფონდისა და მეურნეობრივი ტრადიციების მოსპობისაკენ. ყოველივე ადგილობრივი და ტრადიციული უნდა ამოძირკვულიყო და მის ნაცვლად ევროპული ხელოვნურად ჩანერგილიყო. ამგვარი, ხანგრძლივ დროზე გათვლილი კამპანია დაიწყო ყოველი თესლეულისა და ნერგის უკონტროლო შემოტანით კავკასიაში, რასაც დიდად უარყოფითი, დამღუპველი შედეგები მოჰყვა თან - შემოვიდა დასავლეთში გავრცელებული მცენარეთა დაავადებები. მალე ნაცარმა მოსპო გურია-სამეგრელოს ვენახები. მეორე დიდი დანაშაული იყო, რომ შემოიტანეს და დაამკვიდრეს ამერიკული ჰიბრიდი - "იზაბელა" ("ადესა"). "იზაბელა" საქართველოს მევენახეობაში ჩადებული უწყვეტი მოქმედების ნაღმია, რომელმაც შემდგომი 150 წლის განმავლობაში არაერთხელ მიზანმიმართულად იფეთქა (თ. ღლონტი)... განაგრძე კითხვა