პოლიციამ ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.