„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მან და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე და ასევე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე. როგორც მან დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს.