25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე აღინიშნა. სიტყვით მიმართვისას ყურადღება თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გამახვილდა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.