საქართველოს მოქალაქეებმა ალმათიში ინტერნეტ-თაღლითების „ქოლ-ცენტრი" მოაწყვეს, დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ყაზახეთის შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ჟანდოს სუინბაის თქმით, ყველა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.