ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტისგან, ასლან ბჟანიასგან, „მინისტრთა კაბინეტის” გადაყენებას ითხოვს. ეხო კავკაზას ცნობით, ოპოზიცია მოთხოვნა რუსეთისთვის ბიჭვინთის ობიექტების გადაცემას უკავშირდება. თუ ე.წ პრეზიდენტი მოთხოვნას არ შეასრულებს, ე.წ ოპოზიცია 2 კვირაში აქციებს დაიწყებს.