ტენდენცია ნამდვილად არ არის დადებითი დინამიკის - აცხადებს კლინიკა ვივამედის ნევროლოგი თამარ აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას. ის ამბობს, რომ არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, გონების კარგვა მოსალოდნელია, კიდევ განმეორდეს. შაბათს, მესამე პრეზიდენტმა კლინიკა ვივა მედში გონება ორჯერ დაკარგა.