კანადელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა, The Weeknd, სულ ცოტა ხნის წინ გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა და პლანეტის ყველაზე პოპულარული მუსიკოსი გახდა.
ყველაზე მეტი მსმენელი თვის განმავლობაში პლატფორმა Spotify-ზე - 111.4 მილიონი. პირველი მუსიკოსი ვინც თვის განმავლობაში Spotify-ზე 100 მილიონზე მეტი მსმენელი დააგროვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ The Weeknd ამ მონაცემით დამაჯერებლად "უსწრებს" მეორე ადგილზე მყოფ მაილი საირუსს, რომელსაც პლატფორმაზე 82 მილიონზე მეტი ყოველთვიური მსმენელი ჰყავს. რეიტინგულ ჩამონათვალში საირუსს მოჰყვება შაკირა 81,6 მილიონი ყოველთვიური მსმენელით, არიანა გრანდე 80,6 მილიონით და ტეილორ სვიფტი 80,2 მილიონით.
33 წლის The Weeknd წარმოშობით ეთიოპიელი მუსიკოსია, რომლის ნამდვილი სახელი აბელ მაკონენ ტესფაიე გახლავთ. მომღერალმა კარიერა 2000-იანი წლების მიწურულს დაიწყო, თუმცა, საყოველთაო პოპულარობა სულ რამდენიმე წლის წინ მოიპოვა. ტესფაიეს ამ დრომდე გრემის ოთხი ჯილდო აქვს მოპოვებული. მის სახელზეა 75 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერიც. ჟურნალმა Time-მა კი The Weeknd 2020 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.