Extinction Rebellion-მა (XR) ახალი ფილმი სახელწოდებით Choose Your Future გამოუშვა. ეს კი წინ უძღვის XR-ის აქტივისტების გუნდის დემონსტრაციას, რომელიც 21-24 აპრილს ლონდონში ჩატარდება — მათ სურთ, მთავრობამ წიაღისეულ საწვავში ინვესტიციების ჩადება შეწყვიტოს… 4-დღიან ღონისძიებას მრავალი ორგანიზაცია უჭერს მხარს და იგი სპიკერების გამოსვლებს, ვორკშოფებსა და პერფორმანსებს მოიცავს.
ხოლო ის, რასაც ვიდეოში ნახავთ, Odelay Films-მა 2 კვირაში შექმნა. მისაღებ ოთახში წყვილის ინტერვიუა ჩაწერილი. საკმაოდ ჩვეულებრივ იწყება, მაგრამ შემდეგ უფრო დისტოპიურ რეალობას ამჟღავნებს. ეს მოწოდებაა ადამიანებისთვის, რათა დაესწრონ მსვლელობებს და მეტად ჩაერთონ გარემოსდაცვით ინიციატივებში, ანუ არ გააკეთონ ის, რასაც წყვილი ვიდეოში გვთავაზობს.