რიკოთის 149-ე კილომეტრზე კვლევა-ძიებისა და საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, გაყვანილია შესაბამისი გზები, რათა პრევენციის მიზნით საბოლოო საინჟინრო ღონისძიებები განხორციელდეს. მისი თქმით, სამინისტროს მთავარი ამოცანაა რიკოთის 149-ე მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმის გარეშე გადაადგილებ,ა რაც შეიძლება სწრაფად იყოს შესაძლებელი.
ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, ნებისმიერ გადაწყვტილებას სამინისტრო ექსპერტების მიერ დასაბუთებულ დასკვების საფუძველზე მიიღებს.