აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე 1 კვირაა რაც პროტესტის ნიშნად მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეებს ათენებენ. მათი თქმით, მთავრობამ იმ მედიკამენტის შემოტანაზე ნებართვა უნდა გასცეს რომელიც მათი შვილების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, თუმცა პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტის შემოტანა ვერ მოხდება რადგან ცდის საბოლოო ეტაპი ამერიკაში არ დასრულებულა.