მთავრობის სოციალური პოლიტიკა ციფრებში - 30 მილიონი ლარი დიაბეტის მქონე ბავშვებს, 462 მილიონი სოციალურად დაუცველი 223 ათასი ბავშვისთვის, საიდანაც თითო თვეში 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. 7 მილიარდი ლარი ბოლო ათ წელიწადში 3 მილიონზე მეტი ბენეფიციარისთვის 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევის დასაფინანსებლად. და ბოლოს, 30 მილიონი ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვისთვის.
როგორ ნაწილდება სასიცოცხლო მნიშვნელობის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "ნიუ ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, "ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ კალოიანი