3 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1 256 მიწის ნაკვეთი იყიდეს. წელს საქართველოში უცხოელების მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების თითქმის 62% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 3 თვეში საქართველოში უცხოელებმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 038 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, აქედან 1 256 რუსეთის 447 მოქალაქის საკუთრება გახდა. აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან სადეპუტატო კითხვის სახით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 164 მიწის ნაკვეთი სომხეთის, 154 საბერძნეთის, 70 უკრაინის, ხოლო 54 გერმანიის მოქალაქეებმა შეიძინეს.