რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კუპიანსკის ცენტრს S-300 რაკეტით დაარტყეს, რომელიც ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობას მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი, ორი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
„ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ყველა განყოფილება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რათა ნანგრევები რაც შეიძლება მალე გაიწმინდოს და დავეხმაროთ ადამიანებს“, - განაცხადა ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა