საქართველოში სივრცის დაგეგმარების პროექტზე მუშაობა დაიწყო. საქართველოში პირველად, ამ მიზნით, სივრცითი ფორუმი ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების მონახაზი განიხილება.
ფორუმზე აღინიშნა, რომ ექსპერტები საქართველოში არსებული სივრცის დაგეგმვის მდგომარეობას გააანალიზებენ და დაასაბუთებენ სივრცის დაგეგმარების საჭიროებას.
საკვლევი არეალების გაცნობის მიზნით, ისინი შერჩეულ ლოკაციებს ესტუმრებიან. კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.