2023-24 წლების სეზონიდან ესპანეთის ლა ლიგა ახალ ლოგოსა და ახალ სპონსორს მიიღებს. ლა ლიგას ახალი ლოგოს ფოტოები ინტერნეტში არაოფიციალურად გავრცელდა. ესპანურ ლიგას ეწურება კონტრაქტი ბანკ Santander-თან. ლა ლიგას ახალი სატიტულო სპონსორი გახდება კომპანია EA Sports და ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ოფიციალური სახელწოდება იქნება – La Liga EA Sports FC. სათამაშო მაისურებზე ნომრებიც შეიცვლება: ციფრები შესრულებული იქნება სპეციალურად შემუშავებული ციფრით.