პრემიერ-მინისტრი დღეს ბელგიაში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში. მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც არიან. როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა თქვა, შეხვედრებზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრებენ