ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაპირებული Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავიდეს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
მანიმედი გამოთქვა, რომ M1 Abrams-ის ტანკების ქვეყანაში გადაყვანა და უკრაინელი სამხედროების მომზადება გერმანიაში 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.
პატრიკ რაიდერის განმარტებით, ტანკები, რომლებიც გერმანიაში წვრთნებისთვის ჩავა, განსხვავდება საბრძოლო ტანკებისგან, რომლებსაც შემდგომში უკრაინის არმია მიიღებს.
"ეს ტანკები გამოყენებული იქნება მხოლოდ საწვრთნელად. ეს არ არის განახლებული ტანკები, რომლებიც მოგვიანებით უკრაინაში წავა", - აღნიშნა გენერალმა პატრიკ რაიდერმა.
მისი თქმით, განახლებული საბრძოლო ტანკები აღჭურვილი იქნება ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების სპეციფიკის მიხედვით.