უკვე რამდენიმე დღეა, რაც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელმწიფოსგან მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ. საკითხს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათი ნაწილი თვლის, რომ მედიკამენტს სიღრმისეული შესწავლა სჭირდება, რადგან მისი მიღების შემდეგ შესაძლებელია, პაციენტს გარკვეული უკუჩვენებები განუვითარდეს.
ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მედიკამენტ „ვოსორიტიდის" მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები ბოლომდე შესწავლილი არ არის.მედიკამენტის შეძენის საჭიროებას ,,ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო კახაძეც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მშობლების მოთხოვნას მას შემდეგ დააკმაყოფილებს, რაც პრეპარატი ყველა სახის კვლევას გაივლის და დარწმუნდებიან, რომ ის ბავშვებისთვის არის უსაფრთხო.