„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2023 წლის ივნისიდან გეგმავს გზებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხილული გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელებას,”- ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ განაცხადა. როგორც ტარიელ ირემაძემ განაცხადა კანონი პირველ ეტაპზე ოთხ უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ამოქმედდება. მისი თქმით, ეკიპაჟებს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების უფლება ექნებათ.