წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის მერის განცხადებით იანვარში დასრულდება. მისი განცხადებით როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს ოპონენტებს ეს არ უხარიათ. კალაძის თქმით, "ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე".