პარტია „საქართველოსთვის“ ე.წ.ი თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც დიდი ალბათობით მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდება. პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.