"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადაყენების პროცედურები უნდა დაიწყოს. ნიკა მელიას მხარდამჭერების განცხადებით, ხაბეიშვილმა საკრებულოს სია თვითნებურად შეცვალა და ოთხი პირი – ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე პარტიული სიიდან ამოიღო. საკითხს თავად ნიკა მელიაც ეხმაურება და განმარტავს რომ პარტიაში რეპრესიები და ორად გახლეჩვის პოლიტიკა თავმჯდომარემ უკვე დაიწყო.