ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 300 ონოკოლოგიურ პაციენტს მკურნალობას დაუფინანსებენ, ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლების პროტესტის შედეგია.
"აქონდროპლაზიით დაავადებულმა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა გააკეთეს ყველაზე დიდი საქმე, რომელიც შეიძლებოდა გაეკეთებინათ. შეიძლება იმაზე დიდი საქმე, ვიდრე თავად ამ დაავადების საწინააღმდგეო წამლის დაფინანსება იქნებოდა.
მათ ასეულობით ბავშვს, რომელთა სიცოცხლე პირდაპირ დგას საფრთხის ქვეშ და სიკვდილი ემუქრებათ, აჩუქეს სიცოცხლის შანსი. სასიკვდილო დაავადების მქონე ბავშვების მშობლები გაათვაისუფლეს იმ ტკივილისგან, რასაც იწვევს შეგრძნება, რომ შეეძლოთ შვილის გადარჩენა და უფულობის გამო ვერ შეძლეს. მათ ეს მშობლები გაათვაისუფლეს იმ სასოწრაკვეთისგან, რასაც საქართველოში დაავადებული ბავშვებისთვის რამდენიმე ასობით ათასი ლარის შოვნა უკავშირდება.
დიახ, გადაწყვეტილება რომ მთავრობა სრულად დააფინანსებს ონკოლოგიური დააავადების მოქნე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას, მათი და მათი ამ პროტესტის დამსახურებაა და არანაირად ხელისუფლების, რომელსაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, აქამდეც შეეძლო, მაგრამ 11 წელია არ უქნიათ.
არ ვიცი ახლა ეს გადაწყვეტილება სახის შესანარაჩუნებლად მიიღეს, თუ უბრალოდ მთავრობაში ამ პროტესტის ფონზე ვიღაცამ იკითხა: თუ აქონდროპლაზიის წამალში რამდნეიმე ასეული ათასი დოლარის გადახდა შეგვიძლია ( და ამას ამტკიცებენ, ფული არაფერ შუაშიაო), მაშინ რატომ არ შეგვიძლია იმ ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება, ვის სიცოცხლესაც პირდაპირ ემუქრება საფრთხეო და უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე შეძლებიათ?
არ მაინტერესებს მათი მოტივი. მთავარია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია და ეს სწორედ ამ პროტესტებს მოყვა. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა თუ ვინმეს უნდა უთხრან დღეს მადლობა, ეს ის ხალხია, ვინც ახლა კანცელარიასთან დგას და უფრო მეტიც, სოლიდარობა უნდა გამოიცხადონ მათ პროტესტს, რათა, როგორც მაათი ოცნება ასრულდა, ისე ასრულდეს აქციის მონაწილეთა ოცნებაც" - წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი