მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სიახლოევს დრონი ჩამოვარდა, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მიმაგრებული. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი ბოგოროდის ოლქის ტყის მასივშია ნაპოვნი.
„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, მანამდე უკრაინული დრონის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ არხებშიც ვრცელდებოდა. რუსული სააგენტოების ნაწილის ინფორმაციით, უპილოტო საფრენ აპარატზე 17 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მიმაგრებული.
რუსული სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დრონზე ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, საფრენი აპარატი ამერიკული წარმოების შიგა წვის ძრავითაა აღჭურვილი.
უკრაინის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.