აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. დედებმა პრემიერთან შეხვედრისა და ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან მეექვსე ღამე გაათენეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროცესებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.