ზენდეია რომ შესანიშნავია მსახიობია, ეგ ბევრმა იცის, თუმცა მისი მუსიკალური შესაძლებლობების შესახებ თუ გსმენიათ? დისნეის ყოფილ ვარსკვლავს მუსიკალური კარიერაც ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით მსახიობობაზე უფრო გადაერთო. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ზენდეიამ მუსიკა დაივიწყა.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა Coachella-ს მუსიკალური ფესტივალზე მყოფთ სიურპრიზი გაუკეთა და Labrinth-თან ერთად იმღერა. მათ სიმღერები I’m Tired და All of Us — ორივე სიმღერა ეიფორიის საუნდტრეკებს შორისაა.
"ამ ჯადოსნური ღამისთვის მადლიერების სათანადოდ გამოხატვა არ შემიძლია. მადლობა ჩემს ძმას, Labrinth-ს, რომ დამპატიჟა და სცენაზე კიდევ ერთხელ გამოსასვლელად უსაფრთხო გარემო შემიქმნა. დღევანდელი ღამის მსმენელებო, ჩემი გული სავსეა და მადლობას საკმარისად ვერ გადაგიხდით იმ სიყვარულისთვის, რომელიც მივიღე", — ვკითხულობთ ზენდეიას ინსტაგრამის "სთორიში".
ტიკტოკზე ვარსკვლავის სიმღერის ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება