Tag Heuer-ის უახლეს კამპანიაში რაიან გოსლინგი გამოჩნდა, რათა საათ Carrera-ს 60 წლის იუბილე კრეატიულად აღენიშნათ. ხუთწუთიან ფილმს ჰოლივუდური ბლოკბასტერის ხასიათი გასდევს — სავსეა გიჟური ტრიუკებით, სარბოლო მანქანებით, ადრენალინითა და იუმორით.
„Tag Heuer Carrera არის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კოლექცია, არა მხოლოდ ჩვენი ბრენდისთვის, არამედ საათების მწარმოებელი ყველა კომპანიისთვის“, — ამბობს ბრენდის მარკეტინგის მთავარი ხელმძღვანელი, ჯორჯ სიზი. ასევე, დასძენს, რომ აღნიშნული მოდელის დიზაინი 1963 წელს კომპანიის დამფუძნებელმა, ჯეკ ჰაუერმა შექმნა.
რაც შეეხება ვიდეორგოლს, მასზე სააგენტო DDB Paris-მა და ავსტრალიელმა რეჟისორმა, ნეშ ეჯერტონსმა იმუშავეს. მისი თქმით, რაინმა რეკლამას უდიდესი ენერგია და იუმორის გრძნობა შესძინა. „ძალიან ვხალისობდი მისი სცენების გადაღებისას, როცა იმპროვიზირებული ფრაზების ავტორი ხდებოდა“.