საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჯამში რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი. 2022 წელს, მთელი წლის განმავლობაში ინსპექტირებაზე გამოცხადდა 18 650, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 38.8%. ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68%-ზე მეტი. მათივე ინფორმაციით, მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს.
შეგახსენებთ, რომ ტექინსპექტირების არგავლის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა შესაბამისი კანონი. ფიზიკური პირის შემთხვევაში აქამდე არსებული ჯარიმა 150 ლარის ოდენობით 300 ლარამდე გაიზარდა. იუირიდიული პირის შემთხვევაში 300-ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდა. ხოლო განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, დამატებით კიდევ 200 ლარის გადახდა მოუწევთ.
რატომ გახდა საჭირო ჯარიმების გაზრდა, რამდენად შეამცირებს ეს სამართალდარღვევის ფაქტებს და ზოგადად, როგორია დღეს არსებული ვითარება ქვეყანაში ავტომობილების გაუმართაობასთან დაკავშირებით - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი