მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Google-ის მფლობელი Alphabet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ, გასულ წელს, ანაზღაურების სახით $226 მილიონი მიიღო. ანაზღაურება მოიცავს, როგორც ხელფასს, ასევე კომპანიის აქციებით გაცემულ სამწლიან ბონუსს - თანხის უდიდესი ნაწილი, ანუ $210 მილიონი სწორედ სამწლიან ბონუსზე მოდის. თუმცა, დიდი ალბათობით, მომავალ წელს, სუნდარ პიჩაისა და კომპანიის სხვა აღმასრულებლების ანაზღაურება შემცირდება, რაც კომპანიის ისტორიაში თანამშრომლების უდიდესი გათავისუფლებას და ხარჯების ოპტიმიზაციას უკავშირდება.
ცნობისთვის: Alphabet-ი რიგით მეოთხე უმსხვილესი საჯარო კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონ 300 მილიარდ დოლარს აღემატება.