საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, გასულ 24 საათში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 1%-ით შემცირდა და ღირებულებამ 1 ტრილიონ 150 მილიარდი დოლარი შეადგინა. მკვეთრადაა შემცირებული ბიტკოინის ფასიც, რომელიც ამჟამად 27,400 დოლარს შეადგენს, ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინი 8.5%-ითაა გაუფასურებული.
რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს, მისი ფასი ამჟამად 1,800 დოლარს შეადგენს, კაპიტალიზაცია კი $221 მილიარდია, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთ კირაში ეთერიუმი 12%-ით გაუფასურდა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საფინანსო ბაზრების მარეგულირებელ ორგანოს მიეცემა უფლებამოსილება, შეზღუდოს ნებისმიერი ბირჟის, კომპანიისა თუ პლატფორმის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ახალი რეგულაცია ძალაში 2024 წლიდან შევა, კრიპტოკომპანიებს მოსამზადებლად დაახლოებით ერთ წელი აქვთ.