TBC Capital-ის პროგნოზით, 12 თვეში, ლარი შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტდება. ორგანიზაციის შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მის ზეგავლენაზე სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე კითხვებს აჩენს.
„ჩანს მხოლოდ სუსტი მტკიცებულება იმისა, რომ გაუფასურებული ლარი ექსპორტის წახალისებისა და იმპორტის ჩანაცვლების ეფექტის წყალობით, შესაძლოა, ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს“, - აღნიშნულია ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
უკვე არსებული შედეგები საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე ვალიდური ჩანს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც არ იკვეთება იმის მტკიცებულება, რომ თავის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით გამყარებული ლარი, სამომავლოდ წმინდა სავალუტო შემოდინებებს შეამცირებს“, - აღნიშნავენ TBC Capital-ის განახლებულ მიმოხილვაში.