პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, უნარების კვირეული გაიხსნა. კვირეულის მიზანია, პროფესიული განათლების ირგვლივ დაინტერესებული მხარეების გაერთიანება და განვითარების სამომავლო მიმართულებებზე ერთობლივი მსჯელობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავარ გამოწვევად რჩევა სტუდენტების პროფესიით დასაქმება, პროფესიულ განათლებაში ეთნიკური უმცირესობისა და კერძო სექტორის ჩართულობა.
განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის თქმით, პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს და საჭიროა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა ამ გზით მოქალაქეების დასაქმებისთვის. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები საქართველოში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები.