გიული ალასანია მესამე პრეზიდენტთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებდა იმ ყველაფერს, რაც მას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაემართა.
ალასანიამ მესამე პრეზიდენტის გონების დაკარგვის ფაქტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილს გონების დაკარგვის ორი ეპიზოდის შემდეგ სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.
ოჯახის წევრები კვლავ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან და ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაა.