საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართველი მოსამართლეების სანქცირების საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველყოფისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს.
ჰერჩინსკის თქმით, მოსამართლეების პროფესიონალიზმი, სრული დამოუკიდებლობა და მყარი, ჯანსაღი სასამართლო სისტემა 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია.