"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. პარტიის აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადაყენების პროცედურები უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ბათუმის საკრებულოდან გასული დეპუტატის ჩანაცვლება პარტიული სიის მომდევნო ნომრით უნდა მომხდარიყო, თუმცა ხაბეიშვილმა სია თვითნებურად შეცვალა. სიიდან ამოღებული პირების განცხადებით, ხაბეიშვილისთვის მიუღებლები აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ არჩევნებზე მელიას დაუჭირეს მხარი.