რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც 24 და 25 აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა
"სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება", - დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე.
სერგეი ლავროვი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდება. მანამდე გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსეთს განსახილველად საკმაოდ ბევრი თემა დაუგროვდა.
შეგახსენებთ, რუსეთი, 1-ელი აპრილიდან, ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.