ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:32-ზე, მთვარე ტყუპშია
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს. კარგია სუნთქვითი ვარჯიში.
ვერძი
თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, არ იჯდეთ გულხელდაკრეფილი და სწრაფად გაუმკლავდეთ მიმდინარე პრობლემებს, საქმეებს. შეგიძლიათ საღამოს რომანტიკული პაემანი მოაწყოთ. შესაძლებელია მოულოდნელი სასიყვარულო აღიარებები.
კურო
სასურველი შედეგის მისაღწევად დიდი შრომა მოგიწევთ. საქმიანი მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი შეხვედრები კარგად წარიმართება, სწრაფად პოულობთ თანამოაზრეებს. ბევრ დადებით ემოციას მოგცემთ მეგობრებთან შეხვედრა. ისინი გაგიზიარებენ სასარგებლო ინფორმაციას, აგიმაღლებენ განწყობას და დაგეხმარებიან საინტერესო ადამიანთან შეხვედრაში.
ტყუპი
ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, იყავით ფრთხილი და ყურადღებიანი. ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავება გაგიადვილდებათ, თუ წინასწარ შეიმუშავებთ სამოქმედო გეგმას. არ დაიჯერო ყველაფერი, რასაც გეტყვიან და არაფერი გააკეთო, სანამ არ გექნებათ სრული ინფორმაცია.
კირჩხიბი
დღე იძლევა უამრავ დადებით ემოციას და შესანიშნავია მოგზაურობისთვის, სოციალურ ღონისძიებებზე დასასწრებად. თუ დიდი ხანია გსურთ ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა, ისარგებლეთ შესაძლებლობით. შესაფერისი დღეა რომანტიკული პაემნისა და ფლირტისთვის.
ლომი
არასასურველია ახალი ბიზნესის დაწყება, განსაკუთრებით რთულის, რომელიც მოითხოვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. სასურველი შედეგის მიღწევა იმაზე რთული იქნება, ვიდრე ელოდით და მეტი დრო დასჭირდება ვიდრე ფიქრობთ. შესაძლოა ოჯახში უთანხმოება იყოს, უფროსი თაობის წარმომადგენლებთან საერთო ენის გამონახვა ადვილი არ იქნება. დახარჯეთ ფული გონივრულად, თავი შეიკავეთ ზედმეტი შესყიდვებისგან.
ქალწული
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ნაჩქარევად, იყავით ფრთხილად თქვენს გამონათქვამებში და კონტაქტებში. იზიდავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ იმსახურებენ არც ნდობას და არც სიმპათიას. ეცადეთ არავის გაუზიაროთ თქვენი საიდუმლოებები და გრძელვადიანი გეგმები. შესაძლებელია ოჯახური ჩხუბი ფულისა და ქონების გამო.
სასწორი
დღე ხელსაყრელია და საკმაოდ წარმატებულად ვითარდება. ის შეიძლება დაგროვილი პრობლემების გადაჭრას დაეთმოს. შესაძლოა, ძველმა ნაცნობებმა საკუთარი თავი გაგახსენონ, შესაძლებელია კარგი ამბების მიღება ძველი მეგობრებისგან. სახლში, უხერხული სიტუაციები შეიძლება წარმოიშვას საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას, მაგრამ დელიკატურად შეძლებთ თავიდან აიცილოთ ჩხუბი.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა. ექსპერიმენტები წარმატებულია, ცხოვრების წესის შეცვლა - სასარგებლო. განსაკუთრებით კარგად ხართ ისეთ საქმეებში, რაც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. თქვენ ხართ მხიარული, ოპტიმისტური. გარშემო მყოფებზე საუკეთესო შთაბეჭდილებას ტოვებთ. ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ.
მშვილდოსანი
დიდი დრო დასჭირდება მცირე პრობლემების გადაჭრას, რომლებსაც დიდი ხანია ყურადღებას არ აქცევთ. სავარაუდოა ბიზნესის შეფერხება, ზოგიერთი ყოველდღიური უსიამოვნება. ფულთან ფრთხილად უნდა იყოთ: ეს დღე არ არის შესაფერისი დიდი შესყიდვებისთვის, ჯობია თავი აარიდოთ დაუგეგმავ ხარჯებს.
თხის რქა
გეგმების ნაჩქარევად შეცვლა მოგიწევთ. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია: შესაძლებელია გარშემო მყოფებმა განზრახ შეცდომაში შეგიყვანონ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა გქონდეთ. ყურადღება მიაქციეთ მათ რჩევებს.
მერწყული
კარგი დღეა ნებისმიერი სამუშაოსთვის, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს. ყურადღებიანი ხართ, შეამჩნევთ და გაითვალისწინებთ ყველა ნიუანსს და ამიტომ არ დაუშვებთ შეცდომებს. არ არის მიზანშეწონილი ქონებრივ, ფინანსებთან, გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა – შესაძლოა, საქმე ჩხუბითა და ურთიერთ შეურაცხყოფით დასრულდეს.
თევზები
შესაძლებელია მიიღოთ საინტერესო შეთავაზებები, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც დიდი ხანია იცნობთ. არ არის გამორიცხული ფულადი დახმარება, ჯილდო მიიღოთ. შეგიძლიათ სამოგზაუროდ წასვლა. ღირს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე დაფიქრება.
წყარო: Ambebi.ge