აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ სუდანიდან, სადაც არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფ მხარდამჭერ ძალებს“ შორის შეტაკებები გრძელდება, დიპლომატები და მოქალაქეები გაიყვანეს.
საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანა ახორციელებს, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და ნიდერლანდები.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის მისიაში შედიოდნენ მოქალაქეები არგენტინიდან, კოლუმბიიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან, მექსიკიდან, ვენესუელიდან და სუდანიდან.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ დიპლომატების ევაკუაცია განახორციელა.
150-ზე მეტი მოქალაქე, დიპლომატი და სხვა ოფიციალური პირი გაიყვანეს სუდანიდან შაბათს. ისინი, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნების, ასევე ეგვიპტის, პაკისტანისა და კანადის მოქალაქეები იყვნენ.
სუდანში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.