თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი კამპუსი ექნება. სასწავლო და ადმინისტრაციული დანიშნულების ახალი კორპუსის მშენებლობაზე უნივერსიტეტმა კონკურსი უკვე გამოაცხადა. ახალი კამპუსი უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, პირველი კორპუსი კი ძირითადად სალექციო პროცესს დაეთმობა.გამარჯვებულ საკონკურსო პროექტს გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია.