აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. გუშინ მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან თავისუფლების მოედნამდე საპროტესტო მარში გამართეს, მსვლელობას მოქალაქეებთან ერთად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.
ამჯერად, ბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ პროტესტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს მთავრობას საკუთარი მოთხოვნები. მშობლები ცხადებენ,რომ ისინი სრულიად აპოლიტიკურები არიან და მთავრობას ქვეყანაში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანა-დაფინანსებას, ასევე, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.