აქციების პარალელურად კი ჯანდაცვის სამინიტრო იუწყება, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენ „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში დანერგვის საკითხზე განხილვა და მუშაობა გრძელდება. უწყების ცნობით, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ პრეპარატის მწარმოებელთან, ექსპერტებთან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
თამარ გაბუნიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში სხვადასხვა მხარის ჩართულობა, მათ შორის იმ ექიმებისა, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტის დაუყოვნებლივ შემოტანას ითხოვენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ თუ მიმდინარე წლის სექტემბრისთვის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა მაინც აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახალშექმნილ სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს დაიწყებს.