საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მშობლების პროტესტთან დაკავშირებით უცვლელი პოიზიცია აქვს. უწყება აცხადებს, რომ თუ მიმდინარე წლის სექტემბრისთვის, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა მაინც აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახალშექმნილ სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდს“, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს დაიწყებს. მედიცინის დოქტორის, რამაზ ყურაშვილის განცხადებით, გასათვალისწინებელია თუ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს „ვოსორიტიდმა“, გრძელვადიან პერსპექტივაში. ექიმის აზრით, მნიშვნელოვანია, გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილების მიღება.