პატრიარქს სასწრაფო დახმარება არ დასჭირდა-ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ექიმი განმარტავს, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
„ ცრუ ინფორმაცია არის. არ დასჭირვებია სასწრაფო. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნორმალურია, სტაბილური“, - აღნიშნავს ცისანა შარტავა.